ალავერდის საკათედრო ტაძარში სამუშაოები მიმდინარეობს. არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების მეთვალყურეობით ტაძრის დასავლეთ მინაშენზე სტიქიის შედეგად დაზიანებული კრამიტის საბურველს ხსნიან.
ოფიციალური ინფორმაციით, დაწყებულია კარიბჭე-სამრეკლოს და საეპისკოპოსო სახლის რეაბილიტაციაც.