გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა.
გერმანულმა ინტერნეტსააგენტომ Transfermarkt, ფეხბურთელების განახლებული ფასები გამოაქვეყნა.
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ფასმა, 10 მილიონი ევროთი მოიმატა და 45 მილიონ ევროს მიაღწია, რითიც მსოფლიოს რეიტინგში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა და პირველ ადგილს დიეგო კოშტასთან იყოფს.