22 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
რა მნიშვნელობა აქვს, ორგანიზაცია დიდია და მოცულობით უფრო მეტ საქმიანობას ეწევა, თუ პატარაა - გამჭვირვალობა ეხება ყველას, ვინც დაფინანსების 20%-ს ან მეტს იღებს გარე რესურსებიდან - გივი მიქანაძე

რა მნიშვნელობა აქვს, ორგანიზაცია დიდია და მოცულობით უფრო მეტ საქმიანობას ეწევა, თუ პატარაა - გამჭვირვალობა ეხება ყველას, ვინც დაფინანსების 20%-ს ან მეტს იღებს გარე რესურსებიდან, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ "ღამის კურიერის" ეთერში, არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის საკითხის შეფასებისას განაცხადა.

მისი განმარტებით, კვლევის ჩატარებისას, ძალიან ზედაპირული კომპონენტები აიღეს, თუმცა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები ამ ელემენტარულ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებენ.

"რა მნიშვნელობა აქვს, ორგანიზაცია დიდია და მოცულობით უფრო მეტ საქმიანობას ეწევა, თუ პატარაა - გამჭვირვალობა ეხება ყველას, ვინც დაფინანსების 20%-ს ან მეტს იღებს გარე რესურსებიდან. მათგან განსხვავებით, ჩვენ არ დაგვიყვია მსხვილ და მხირე ორგანიზაციებად, როგორც ისინი მიჯნავენ ერთმანეთს. ჩვენ ავიღეთ ძალიან ზედაპირული კომპონენტები, საბაზისო კვლევად ავიღეთ ის 474 ორგანიზაცია, რომელმაც 8 აპრილს, კანონპროექტის დაინიციირებიდან სამ დღეში, ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომ ისინი არ ეთანხმებოდნენ ამ კანონის მიღებას და აცხადებდნენ, რომ მათთან გამჭვირვალობის პრობლემას ადგილი არ ჰქონდა. ჩვენ პატარა ექსპერიმენტი ჩავატარეთ, დაგვაინტერესა ამ 474 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციიდან, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ამბობდა, რომ ისედაც გამჭვირვალეები იყვნენ, რამდენად გამჭვირვალე არიან და ზედაპირულ კომპონენტებზე დაყრდნობით გამოვიკვლიეთ, ისეთი ზედაპირულით, როგორც არის მაგალითად: ადამიანის სახელი, გვარი, დაბადების წელი, ადგილი და ა.შ". ასეთ ზედაპირულ ინფორმაციაში აღმოჩნდა, რომ, 474 ორგანიზაციიდან, მხოლოდ 8 ორგანიზაციას აქვს შვიდივე კომპონენტი. მცირეთანხიანია თუ დიდთანხიანია [ორგანიზაცია], აქ საუბარი გვაქვს გამჭვირვალობაზე, ჩვენ თანხების ოდენობაზე არ გვაქვს საუბარი",- განაცხადა გივი მიქანაძემ.

დღის ამბები