22 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
ჩვენ გვაქვს 3 ძალიან კონკრეტული მიზანი და ამ მიზნების მიღწევას ვცდილობთ - მიხეილ დაუშვილი

ჩვენ გვაქვს 3 ძალიან კონკრეტული მიზანი და ამ მიზნების მიღწევას ვცდილობთ, - ამის შეახებ პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, მიხეილ დაუშვილი "ღამის კურიერის" ეთერში საუბრობს.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არსებობდნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც არც "ნაცმოძრაობა" არიან, არც "ოცნება" არიან. ჩვენ გვაქვს სამი ძალიან კონკრეტული მიზანი და ამ მიზნის მიღწევს ვცდილობთ. პირველი არის, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდგომ, ამ ქვეყანაში დავასრულოთ ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა. ჩვენ კარგად გვახსოვს "ნაცმოძრაობის" პერიოდი, ახლა ვხედავთ "ოცნების" პერიოდს. ბოლომდე დარწმუნებულ ვართ, რომ ეს ერთ კაცზე აწყობილი სისტემა, სადაც ერთი ადამიანი ყველაფერს წყვეტს, ეს ამ ქვეყანას ხელს უშლის ნორმალურ განვითარებაში. ჩვენი მიზანია ეს დასრულდეს.

მეორე ამოცანა - დღეს "ოცნება" დგას იმაზე, რომ თითქოს ყველას ომი უნდა და თუ "ოცნებას" მხარი არ დაუჭირე, აუცილებლად ომი იქნება. ჩვენი ამოცანაა, ხალხს გავაგებინოთ, რომ ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი მთავარი გარანტი, რომ კითხვა არ გაჩნდება, მშვიდობას ალტერნატივა გააჩნია თუ არა. მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენი მთავარი მიზანი იქნება ის, რომ მოქალაქეები დავარწმუნოთ, რომ ვერავინ მშვიდობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ამ ქვეყანაში. მესამე მიზანია, დავუბრუნდეთ ევროინტეგრაციის გზას. დღეს, ფაქტია, რომ ევროინტეგრაცია შეჩერებულია, ასევე ფაქტია, რომ შეერთებულმა შტატებმა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე განაცხადა, რომ მათ დაიწყეს საქართველოსთან ურთიერთობების სისტემურად გადახედვა. ეს არის კატასტროფა, ეს არის ის, რასაც ჩვენ მივყავართ საერთაშორისო იზოლაციისკენ,“ - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

 

დღის ამბები