22 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისმკვლელობის მცდელობის შემდეგ, შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის გენერალურმა ინსპექტორმა აშშ-ის საიდუმლო სამსახურის საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო. სწორედ გამოძიებამ უნდა შეაფასოს შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის მუშაობა 13 ივლისს პენსილვანიაში, წინასაარჩევნო ღონისძიებაზე, სადაც ტრამპზე თავდასხმა მოხდა.

ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახური, რომელსაც 8 ათასამდე წევრი ჰყავს, პასუხისმგებელია პრეზიდენტების, ვიცე-პრეზიდენტების, მათი ოჯახის წევრების, ყოფილი პრეზიდენტების, მათი მეუღლეებისა და 16 წლამდე არასრულწლოვანი ბავშვების, ისევე, როგორც რამდენიმე სხვა სამთავრობო უწყების მოხელეების დაცვაზე.

დღის ამბები