სოფლის მეურნეობის მინისტრი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, მოსავლის აღების პროცესს პირადად გაეცნო და მარცვლეულის საშრობი მეურნეობა დაათვალიერა.
კახეთში აქტიურ ფაზაშია ატმის ჩაბარების პროცესიც. მიმდინარე სეზონზე რეგიონში ატმის მიღება 40-ზე მეტ სამაცივრე მეურნეობას შეუძლია. "გოლდ კახეთი" ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომელმაც სახელმწიფოს მხარდაჭერით სამაცივრო მეურნეობა თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურით მოაწყო.
სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ფერმერების ხელშეწყობის მიზნით, კახეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სარწყავის სისტემის რეაბილიტაციის პროცესი დასრულდა.
განხორციელებული პროექტის მიხედვით, ფერმერებს სოფელ სამთაწყაროში დამატებით 435 ჰექტარი მიწის მორწყვა შეეძლებათ.