22 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
სერიულ მკვლელს, რომელიც ქალებს სასტიკად უსწორდებოდა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

კანადის პროვინცია მანიტობაში, მამაკაცი, რომელიც ოთხი ადგილობრივი ქალის სიცოცხლის მოსპობაში იყო ბრალდებული, სასამართლომ პირველი ხარიხის მკვლელობაში დამნაშავედ სცნო და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლო დარბაზი, სადაც ჯერემი სკიბიცკის განაჩენი გამოცხადდა, გადაჭედილი იყო. მოსამართლის გადაწყვეტილებით ოჯახის მსხვერპლთა ოჯახის წევრები გახარებულები არიან.

"ამისთვის ამდენი ხანი ვიბრძოდით. მან მიიღო ის, რაც დაიმსახურა"- განაცხადა ერთ-ერთი მსხვერპლის დამ.

37 წლის ჯერემი სკიბიცკის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ ის არ არის კრიმინალი და მამაკაცი შიზოფრენიით არის დაავადებული.

პროკურორების მტკიცებით კიმან დანაშაული რასობრივი მოტივით ჩაიდინა და აღნიშნა, რომ ჯერემი სკიბიცკის ფსიქიკური დაავადების შესახებ დიაგნოზი ოფიციალურად დასმული არ აქვს.

სკიბიცკის მსხვერპლი 39 წლის მორგან ჰარისი, 26 წლის მარსედეს მირანი და 24 წლის რებეკა კონტოისია. მეოთხე მოკლულის იდენტიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა.

სასამართლო დოკუმენტების თანახმად, სკიბიცკიმ მკვლელობა 2022 წლის მარტისა და მაისის შუალედში ჩაიდინა, რებეკა კონტოისი კი მისი უკანასკნელი მსხვერპლია.

მოსამართლემ პროკურორებზე დაყრდნობით თქვა, რომ სკიბიცკიმ მიზანმიმართულად უწევდა ექსპლუატაციას "დაუცველ" ქალებს.

დანაშაული, რამდენიმემ თვის შემდეგ, მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც უცნობი მამაკაცი, სკიბიცკის სახლის მახლობლად ნაგვის ურნაში ჯართს ეძებდა, ამ დროს კი მან ადამიანის ნაწილები იპოვა. პოლიციამ ერთ-ერთი მოკლული ქალის იდენტიფიცირება შეძლო. დაკავების შემდეგ, სიბიცკიმ აღიარა დანარჩენი სამი ქალის მკვლელობაც.

პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ სკიბიცკი სრულად ჰქონდა გააზრებული მისი ქმედებების შესახებ და ეს ჩადენილი იყო "განზრახ, მიზანმიმართული და რასობრივი მოტივაციით".

დღის ამბები