საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება გრძელდება. საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი პროექტი ივლისის ყოველ შაბათ-კვირას, ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს შეარჩიოს მისთვის სასურველი ლოკაცია, მონაწილეობა მიიღოს იმიტირებულ კენჭისყრაში და ნახოს როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული აპარატურა.
პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში თბილისსა და რეგიონებში მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში მდებარე წინასწარ განსაზღვრულ 89 ლოკაციაზე ხორციელდება. ამ დროისთვის იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობს მისაღებად რეგისტრაცია გავლილი აქვს 58 000-მდე ადამიანს.
საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების მიზანი ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაა. ამომრჩეველთა თითქმის 90% 26 ოქტომბერს ხმას სწორედ ამ ელექტრონული აპარატების გამოყენებით მისცემს.
საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს ითვალისწინებს და პასუხობს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) რეკომენდაციას საარჩევნო ტექნოლოგიების ეროვნული მასშტაბით ტესტირების შესახებ.