კუნძულ იუნიონზე, რომელსაც დამანგრეველმა ქარიშხალმა "ბერილმა" გადაუარა, ხის სახლი ნგრევას გადაურჩა.
სახლის მეპატრონე, 60 წლის ჯოზეფ ფრანკლინი, რომელმაც ქარიშხლის დროს ევაკუირებაზე უარი განაცხადა ამბობს, რომ მას სახლი და სიცოცხლე ღმერთმა შეუნარჩუნა.
ქარიშხალს გადარჩენილი სახლი ადგილობრივი ეკლესიის წევრების მიერაა აშენებული, რადგან ფრანკლინის წინა სახლი დაინგრა.
ეკლესიის პასტორი ამბობს, რომ სახლი სხვა სახლებზე მყარი მასალით არ აუშენებიათ.
"ვერ ვიტყვი, რომ სხვა სახლებზე მტკიცედ აშენდა, ან მასალები იყო უკეთესი. სახლის საძირკველი და აბაზანა ბეტონითაა გაკეთებული, თუმცა დანარჩენი ნაწილი ხისაა. არცერთი ხის სახლი არ გადარჩენილა," - აცხადებს პასტორი.
წყარო: The Guardian