ნიგერიაში, ქალაქ ჯოსში, სკოლის შენობის ჩამონგრევის შედეგად რამდენიმე მოსწავლე დაიღუპა, არიან დაშავებულები. ამის შესახებ BBC წერს. ნანგრევებში მოყოლილი ბავშვები დახმარებას ითხოვდნენ.
ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია, ზუსტად რამდენი მოზარდია დაღუპული ნგრევის შედეგად, თუმცა მედიის ცნობით, მათი რიცხვი სულ მცირე 16-ია. სკოლას 1000-მდე მოსწავლე ჰყავს.
რამ გამოიწვია სკოლის შენობის ნგრევა, ამ დრომდე უცნობია, თუმცა ადგილობრივების თქმით, შემთხვევას წინ სამ დღიანი ძლიერი წვიმები უძღვოდა.