22 ნოემბერი 2024,   08:23
ვრცლად
უკრაინის მთავრობამ მობილიზაციისგან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაათავისუფლა - უკრაინული ინტერნეტგამოცემა საგამოძიებო სტატიას აქვეყნებს

უკრაინის მთავრობამ მობილიზაციისგან გაათავისუფლა და ე.წ. ჯავშანი მიანიჭა იმ ორგანიზაციების თანამშრომლებს, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ. ინფორმაციას ინტერნეტ გამოცემა "სამართლებრივ-იურიდიული გაზეთი" აქვეყნებს. სტატიაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე და კომპანიებზე ვრცელდება, რომლებიც პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობენ. უკრაინელი პოლიტოლოგების და ექსპერტების ნაწილს არ აქვს პასუხი კითხვაზე, თუ რა ნიშნით გამოარჩიეს მესამე სექტორის წარმომადგენლები და რატომ ითვლება მათი სამუშაო კრიტიკულად მნიშვნელოვნად.

ინტერნეტ გამოცემის სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ კონკრეტულ ორგანიზაციებს, მობილიზაციაზე 100%-იანი ჯავშანი იმ ფონზე მიანიჭეს, როდესაც საზოგადოებრივი კომპანიები, როგორიცაა მაგალითად, კიევის მეტრო, შექმნილი ვითარების გამო, პერსონალის ნაკლებობას განიცდის. მობილიზაციისგან სრულ დაცვას არ ექვემდებარებიან არც სახელმწიფო საგანგებო სამსახურის მაშველები და პოლიციის თანამშრომლები. ქალაქის ზოგიერთი საწარმო კი, სამუშაოების შეწყვეტის რისკებზე საუბროს. ოპოზიციის ნაწილს, მეგობარი ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებაზე საუბარი არ სურს.

მმართველი გუნდის წევრებს, უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებამ, საქართველოში კონკრეტული ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხრიდან მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებული განცხადებები გაახსენა. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოში საომარი მოქმედებების დაწყების მსურველებმა, უკრაინის მსგავსად, უცხოელი ძალების მხრიდან ხელშეუხებლობის გარანტიები მიიღეს.

უკრაინული ინტერნეტ გამოცემის ცნობით, მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, 133 ორგანიზაციაზე ვრცელდება.

დღის ამბები