22 ნოემბერი 2024,   08:22
ვრცლად
პოლიტიკურად ჩამონგრეული "სახლის", "ნაცმოძრაობის", მორყეული "განჯინა" ვითომ გადაღებეს და ამას გვარამია-მელია-ხოშტარია-ჯაფარიძის ე.წ. პოლიტიკური ალიანსი დაარქვეს - გია აბაშიძე

თავად სჯერათ, რომ სოციოლოგიურად რამეს წარმოადგენენ? თუმცა, ან გარე დაკვეთაა ასეთი ბრიყვული ან მათმა ავადმყოფურმა მეგალომანიამ დაუხშო რეალობის დანახვის უნარი.

ავარიული "ნაცსახლი" მაინც დაინგრევა 26 ოქტომბერს, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, გვარამიას, მელიას, ხოშტარიასა და ჯაფარიძის მიერ პოლიტიკური ალიანსის შექმნას.

მისი თქმით, აღნიშნული გაერთიანება, რეალურად, პოლიტიკურად მონგრეული "სახლის", "ნაციონალური მოძრაობის" მორყეულ "განჯინას" წარმოადგენს.

"პოლიტიკურად ჩამონგრეული "სახლის", "ნაცმოძრაობის" მორყეული "განჯინა" ვითომ გადაღებეს და ამას "გვარამია-მელია-ხოშტარია-ჯაფარიძის" ე.წ. პოლიტიკური ალიანსი დაარქვეს. თავად სჯერათ, რომ სოციოლოგიურად რამეს წარმოადგენენ? თუმცა, ან გარე დაკვეთაა ასეთი ბრიყვული ან მათმა ავადმყოფურმა მეგალომანიამ დაუხშო რეალობის დანახვის უნარი.

ავარიული "ნაცსახლი" მაინც დაინგრევა 26 ოქტომბერს, რაც არ უნდა "ახალი", რეალურად უგვანო "საჯუჭნაოები" წარმოადგინონ იდენტურმა ლუზერებმა - გახარიებმა, ბოკერიებმა, ხაზარაძეებმა და ა.შ.

P.S. სლოგანიც რა კიტჩია - "დროა, გირჩი-ოთ ახალი", - წერს გია აბაშიძე.

დღის ამბები