ქედის მუნიციპალიტეტში 35 წლის შშმ პირის გაუპატიურების ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, ერთ-ერთ სოფელში, ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდა, რომელმაც მეზობელ ქალზე ჯერ ფიზიკურად, შემდეგ კი სექსუალურად იძალადა.