22 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
ბრიტანეთის ახალი პრემიერი ევროკავშირთან არსებული სავაჭრო შეთანხმების გადახედვას გეგმავს

დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ევროკავშირთან არსებული სავაჭრო შეთანხმების გადახედვას გეგმავს. შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში ვიზიტის დროს, მან შეთანხმებას "წარუმატებელი" უწოდა.

სტარმერის განცხადებით, უკვე მიმდინარეობს დისკუსიები ევროკავშირთან სავაჭრო და თავდაცვის კავშირების გასაძლიერებლად. მისივე თქმით, მოლაპარაკებები მაშინ დაიწყო, როდესაც ქვეყნის მთავარი დიპლომატი საზღვარგარეთ პირველი ვიზიტით გერმანიაში, პოლონეთსა და შვედეთში ჩავიდა.

დღის ამბები