რაგბიში საქართველოს ნაკრებისა და ფიჯის შეხვედრის პირველი ტაიმი ფიჯის გამარჯვებით, ანგარიშით 9:13 დამთავრდა.
საქართველოს ნაკრების ცხრავე ქულა ლუკა მანტკავას ანგარიშზეა.
"ბორჯღალოსნები" ზაფხულის ტესტმატჩების სერიის პირველ შეხვედრას ბათუმში ატარებენ.
თამაშის წინ, 18:00 საათზე, ბათუმის იუსტიციის სახლიდან სტადიონისკენ, გულშემატკივართა მსვლელობა გაიმართა.