იაპონური "ფორბსი" European Best Destination-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება, სადაც ბათუმი ინვესტირებისთვის ევროპის 10 საუკეთესო მიმართულებას შორისაა დასახელებული.
პრესტიჟული გამოცემა, ბათუმზე საუბრისას ყურადღებას საგადასახადო შეღავათებზე, ბიზნესის დაწყების სიმარტივესა და მოქნილ ბიზნეს გარემოზე ამახვილებს. სტატიაში, ბათუმი მონაკოს, ნიცას, პარიზის, მილანის და სხვა ევროპული ქალაქების გვერდით არის წარმოდგენილი. იაპონურ გამოცემამდე სტატია "ფორბსის" მთავარ გვერდზეც დაიბეჭდა.