"ბორჯღალოსნების" გულშემატკივრები ბათუმი არენასთან უკვე იკრიბებიან - რაგბიში საქართველოსა და ფიჯის დაპირისპირება 20:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივრებისთვის სტადიონთან სპეციალური სივრცეა მოწყობილი. იმის მიუხედავად, რომ ფიჯის ნაკრები მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად ითვლება, გულშემატკივრების განწყობა მაინც პოზიტიურია.
"ბორჯღალოსნების" გულშემატკივარი: "ფიჯი ძლიერია, მაგრამ არ მგონია, ჩვენი ბიჭები დანებდნენ, ბოლომდე იბრძოლებენ. რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ, 100%-ით დარწმუნებული ვარ. ძალიან კარგი შემადგენლობით ვთამაშობთ და დღეს ფიჯი სახლში აუცილებლად მოწყენილი წავა."
"ბორჯღალოსნების" გულშემატკივარი: "მიგვაჩვია ფეხბურთმა მოგებას და დღეს გვჯერა, რომ რაგბიშიც იმავე შედეგით მოვიგებთ და საქართველო ისევ იქნება გახარებული."
ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი.