22 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე მევიოლინე ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ და ოჯახს სამძიმარს უცხადებენ

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე მწუხარებას გამოთქვამენ, მევიოლინე ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო. 

"ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ გამორჩეული მუსიკოსის, მევიოლინე ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო.

ლიანა ისაკაძე გახლდათ თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინე, უდიდესია მისი წვლილი მუსიკალური ხელოვნების განვითარების, პოპულარიზაციის საქმეში. მისი შესრულება გამოირჩეოდა არტისტიზმით, ღრმა მუსიკალურობითა და ვირტუოზულობით.

საქართველოს სახალხო არტისტს სხვა უმნიშვნელოვანეს ჯილდოებთან ერთად მიღებული აქვს ღირსების ორდენი, თბილისისა და ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება.

გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ ქალბატონი ლიანა ისაკაძის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მთელ ჩვენს საზოგადოებას," - ნათქვამია სამძიმრის წერილში. 

დღის ამბები