25 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
ის, რაც მიიღო კანადამ, საფრანგეთმა და ათწლეულებია, მუშაობს აშშ-ში, ვერ იქნება საქართველოში რუსული, ამის გამო კრიტიკას არ და ვერ მივიღებთ - მამუკა მდინარაძე

ის, რაც მიიღო კანადამ, საფრანგეთმა, ის, რაც ათწლეულებია, მუშაობს აშშ-ში, ვერ იქნება საქართველოში რუსული და გარედან დაფინანსებული ეს საუკუნის აფიორა თავს ვერ დაიჭერს იმ ფორმით, როგორც მათ უნდათ, ეს მოხდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, გამჭვირვალობის კანონის გამო კრიტიკას ვერავისგან ვერ მიიღებენ.

"რაც უნდა კრიტიკული იყოს დღეს ვინმე, თან იმის გამო, რომ საქართველომ გამჭვირვალობის კანონი მიიღო, ისევე როგორც კანადამ ბოლო დღეებში, ისევე როგორც საფრანგეთმა რამდენიმე კვირით ადრე, ამის გამო ვერავინ უნდა იფიქროს ვინმეს დასჯა. რომელიმე თქვენგან გახსენდებათ კანადაში აქციები „არა რუსულ კანონს“ და ვერ გახდება კანადა რუსეთის უკანა ეზოო? ასეთ რამ გახსენდებათ? რატომ არ გააშუქეთ არცერთმა არხმა, ან საფრანგეთში ასეთი აქციები რატომ არ გააშუქეთ? იმიტომ, რომ არ ყოფილა. არავის მოფიქრებია აზრად, გაცილებით მკაცრი, ანალოგიური სფეროს რეგულირების კანონი რუსულად მოენათლა. საქართველოში გახდა მარტო ეს "რუსული" და საქართველოში სცადეს რუსულად მონათვლა. რაც კი საქართველოს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს შეეხება ამ ბოლო დროს, ყველაფერს რუსულს ეძახიან. ამით უნდათ, რომ ჩახსნან საქართველოში, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომ დააკომპლექსონ ხელისუფლება, დააკომპლექსონ მისი ამომრჩეველი, არა მხოლოდ ხელისუფლება, რომ თუ შენ გაბედავ და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებ, ნებისმიერ ასეთ გადაწყვეტილებას მათი ტელევიზიები, მათი პოლიტიკოსები, მათი წარმომადგენლები, აქტივისტები დაუძახებენ რუსულს და ამ კომპლექსით გავლენ ფონს. ასე არ არის. ის, რაც მიიღო კანადამ, საფრანგეთმა, ის, რაც ათწლეულებია, მუშაობს აშშ-ში, ვერ იქნება საქართველოში რუსული და გარედან დაფინანსებული ეს საუკუნის აფიორა თავს ვერ დაიჭერს იმ ფორმით, როგორც მათ უნდათ, ეს მოხდეს. ამის გამო ჩვენ კრიტიკას ვერავისგან არ და ვერ მივიღებთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები