25 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.

პარლამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, უანგარო დონაციის დღის აღნიშვნა პარლამენტში ტრადიციად ჩამოყალიბდა. ამ დღეს პარლამენტის წევრები და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლები უანგაროდ აბარებენ სისხლს სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად.

"მე-10 მოწვევის პარლამენტში უკვე მესამედ ვაწყობთ სისხლის უანგარო დონაციის აქციას. მოგეხსენებათ, დონაცია ეს უმნიშვნელოვანესი სამოქალაქო აქტია, როდესაც თითო ადამიანის მიერ გაღებული სისხლი ერთი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს. ჩვენთან აქტივობა დიდია - როგორც დეპუტატები, ასევე პარლამენტის თანამშრომლები უანგაროდ აბარებენ სისხლს. მსურს თითოეულ მათგანს, ასევე სისხლის ბანკს დიდი მადლობა გადავუხადო. ყველა თანამოქალაქეს მინდა მოგიწოდოთ, ვისაც ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ, აუცილებლად ჩააბაროთ სისხლი და ამით თუნდაც ერთი სიცოცხლე გადაარჩინოთ," - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ.

დონაციის აქცია პარლამენტში საქართველოს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკმა ჩაატარა.

დღის ამბები