25 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება

თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში გაიმართება ირაკლი ჩიქოვანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია.

საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრები პირისპირ შეხვედრას გამართავენ. შემდეგ კი, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს გაფართოებულ ფორმატში განიხილავენ.

ოფიციალურ შეხვედრებამდე თავდაცვის მინისტრმა ბაქოში, “საპატიო ხეივანში“ პატივი მიაგო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის საფლავს. ირაკლი ჩიქოვანმა ყვავილებით შეამკო ასევე გმირთა მემორიალის კომპლექსი და “მარადიული ცეცხლის“ მემორიალთან პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.

დღის ამბები