26 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკა განთავსდა

ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკა განთავსდა. ფრესკის ინაუგურაციის ისტორიულ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს წარმომადგენლებმა და საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის წევრებმა.

ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის ვატიკანში აღმართვა საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის მრავალწლიანი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა.

მოზაიკურ პანოზე ივერიის ღვთისმშობლის გამოსახვის გადაწყვეტილება მიღო საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრმა, რომელსაც თავად პატრიარქი ხელმძღვანელობს. მოზაიკური ფრესკის ავტორი ცნობილი ქართველი ფერმწერი მოზაიკოსი ამირან ბაკურაძეა.

დღის ამბები