გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში კაკლის გადამამუშავებელი საწარმო აშშ-ის ელჩმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
კომპანიამ საწარმოს შესაქმნელად 3 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 500 ათასი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია.
"შპს ნათს პროცესინგი" სარგებლობს შეღავათიანი აგროკრედიტით. გარდა ამისა, კომპანიამ დანადგარები და საჭირო მოწყობილობები USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დახმარებით შეიძინეს.
ამ ეტაპზე, კომპანია წარმოებულ პროდუქციას ქვეყნის შიგნით ყიდის, იგეგმება მისი ექსპორტზე გატანაც.
ავტორი: მაია გრიგოლია