საქართველოში ვენეციის კომისიის დელეგაციის ოფიციალური შეხვედრები დასრულდა. დელეგაციის წევრები პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ევროსაბჭოს გავლენიანი ინსტიტუტის წარმომადგენლებს, საქართველოში რამდენიმე საკითხი აინტერესებთ, მათ შორის, საარჩევნო კოდექსი, ანტიკორუფციული ბიურო და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმა.
მოუსმინეს ყველა მხარეს, საბოლოოდ კი საკუთარ მოსაზრებებს კომისიის დასკვნაში ასახავენ. ვენეციის კომისიამ, ვიზიტი, შემაჯამებელი პრესკონფერენციით დაასრულა.