26 ნოემბერი 2024,   04:56
ვრცლად
დაადასტურეს, რასაც ვამბობდით - არსებობენ თანამედროვე ორჯონიკიძეები, რომლებიც სამშობლოს მტრობენ და სტრატეგიულ პარტნიორებს არწმუნებენ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს - მათიკაშვილი

ოპოზიციაში სტატუსის მიღების მოწინააღმდეგეთა არსებობის შესახებ ხათუნა სამნიძე და ხატია დეკანოიძე ალაპარაკდნენ. 

თემაზე პოლიტიკურ განცხადებებს მმართველი გუნდი აკეთებს - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ სამნიძისა და დეკანოიძის განცხადებები ჩვენების მიცემის ტოლფასია. 

"ეს არის ჩვენების მიცემის ტოლფასი განცხადება, რაც არის პირდაპირი დასტური იმისა, რაზეც ჩვენ, ხელისუფლება, არაერთხელ ვსაუბრობდით. მან, ფაქტობრივად, განაცხადა, რომ არსებობენ თანამედროვე ორჯონიკიძეები, რომლებიც მთელ თავის საქმიანობას ანდომებენ იმას, რომ საკუთარ ქვეყანას, სამშობლოს, ხალხს უმტრონ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, მეგობრებს აწვდიან ცრუ ინფორმაციას, საკუთარ სურვილებს, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამით უნდათ, რომ სიტუაცია გაამწარონ, აადუღონ მდგომარეობა საზოგადოებაში, თავზე მოახვიონ მცდარი განცდები, ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით, და შემდგომ ამით ისარგებლონ რევოლუციური მოტივებით და ამ მღვრიე და ბინძურ წყალში, რომელსაც თვითონ მოაწყობენ, დაიჭირონ თევზი. ამას ვერ ეღირსებიან," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები