26 ნოემბერი 2024,   04:54
ვრცლად
ამომრჩეველთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ცესკო-ში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ამომრჩეველთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე, ცესკო-ში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობას საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობა გააცნო, არჩევნების მოდერნიზებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

გიორგი კალანდარიშვილის თქმით, პერსონალურ მონაცემთა დაცვა და ამომრჩეველთა უსაფრთხოება კენჭისყრის დღეს, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.

დღის ამბები