26 ნოემბერი 2024,   03:17
ვრცლად
ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის ახალდანიშნულ ელჩს, რობინ დანიგანს თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა

თავდაცვის მინისტრი აშშ-ის ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა. ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში აშშ-ის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა. მინისტრმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

შეხვედრის დასაწყისში ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ის 30-წლიან სტრატეგიულ პარტნიორობას. ყურადღება გამახვილდა ქართველი და ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ ბრძოლის გამოცდილებაზე საერთაშორისო ოპერაციებში. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივის შესრულების პროცესზე, რომელიც ამერიკული მხარის მიერ დადებითად შეფასდა. აღინიშნა აშშ-საქართველოს მრავალეროვნული სწავლებების პოზიტიური დინამიკა, რაც ზრდის თავდაცვის ძალების პროფესიონალიზმსა და ურთიერთთავსებადობის დონეს.

საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებსაც. თავდაცვის მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და ამერიკელი ხალხის მიმართ მადლიერება გამოხატა თავდაცვის ძალების მხარდაჭერის მიზნით გაწეული დახმარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.

დღის ამბები