26 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
პარლამენტმა მინისტრის საათის ფორმატში თავდაცვის მინისტრს მოუსმინა
პარლამენტმა მინისტრის საათის ფორმატში თავდაცვის მინისტრს მოუსმინა. ჯუანშერ ბურჭულაძე მოხსენების ფარგლებში საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და საფრთხეებს შეეხო. მან არსებული გეოპოლიტიკური ვითარების პარალელურად, ქვეყანაში გატარებულ რეფორმებსა და თავდაცვის პოლიტიკაზე ისაუბრა.
 
ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონში რუსეთის აგრესიული და ძალადობრივი ქმედებები იყო. მინისტრმა აქცენტი გააკეთა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზეც და განაცხადა, რომ საქართველო დღითი დღე უახლოვდება ევროპულ ოჯახს და ევროატლანტიკურ სივრცეს. თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას სამხედრო ავიაციის აღდგენა-მოდერნიზების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე განახლდა. დარბაზში დაისვა კითხვებიც.
დღის ამბები