26 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
ბექა ოდიშარიამ ისრაელში ქართულ დიასპორასთან ონლაინ ფორმატში შეხვედრა გამართა

პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ისრაელის სახელმწიფოში მცხოვრებ ქართველებს ონლაინ შეხვდა.

მხარეების თქმით, შეხვედრის მიზანი მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა. მათივე შეფასებით, უწყებები თანამოქალაქეების დასახმარებლად უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.

"თანამემამულეებო, ძალიან ვღელავთ თქვენზე, მაგრამ გვიხარია, რომ მედგრად ხართ და ძალიან ბევრ ინფორმაციას სწორედ თქვენგან ვიღებთ. მშვიდობას გისურვებთ. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავალებით აკეთებს ყველაფერს ისრაელში მყოფი ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ელჩს ისრაელში და საპატიო კონსულს," - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ

დღის ამბები