26 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
მძევლების გათავისუფლებამდე, ისრაელი ღაზის სექტორს ელექტროენერგიას, წყალსა და საწვავს არ მიაწვდის

ისრაელის ენერგეტიკის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, მძევლების გათავისუფლებამდე, ღაზის სექტორს ელექტროენერგია, წყალი და საწვავი არ მიეწოდება, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„არცერთი ელექტროჩამრთველი არ ჩაირთვება, წყლის არცერთი ტუმბო არ გაიხსნება და საწვავით დატვირთული არცერთი ავტომობილი არ შევა ღაზაში, ვიდრე გატაცებულები არ გათავისუფლდებიან“, - დაწერა უწყების ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში.

ღაზისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ისრაელმა „ჰამასის“ თავდასხმების შემდეგ შეწყვიტა.

დღის ამბები