26 ნოემბერი 2024,   01:23
ვრცლად
ხელვაჩაურში სტიქიას ებრძვიან - დაიტბორა კოტეჯები და საცხოვრებელი სახლების ნაწილი, დაზიანდა ინფრასტრუქტურა

ხელვაჩაურში სტიქიას ებრძვიან. უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ყოროლისთავში მდინარე ადიდდა. დაიტბორა კოტეჯები და საცხოვრებელი სახლების ნაწილი, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

ადგილობრივების ცნობით, მდინარეს კალაპოტთან არსებულ კოტეჯებში არავინ ყოფილა, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი და ვითარებას ეცნობა.

დღის ამბები