26 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
ამერიკელი ხალხის ფული აქ გამოყენებულია იმისთვის, რომ მოხდეს რევოლუციური პროცესების დაგეგმვა - შალვა პაპუაშვილი

"ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სუს-ის მიერ გავრცელებული განცხადების შესახებ განაცხადა, რომლის მტკიცებითაც, "კანვასის" წევრები NGO-ებს და სამოქალაქო აქტივისტებს შეხვდნენ, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. სუსის მტკიცებით, ისინი საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ.

პაპუაშვილის განცხადებით, ამერიკელი ხალხის ფული აქ გამოყენებულია იმისთვის, რომ მოხდეს რევოლუციური პროცესების დაგეგმვა.

"ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში. როგორც ჩანს ამერიკელი ხალხის ფული აქ გამოყენებულია იმისთვის, რომ მოხდეს რევოლუციური პროცესების დაგეგმვა, მოხდეს ადამიანების მიზანმიმართული მომზადება არეულობისთვის და ძალადობის პროვოცირებისთვის. სამწუხაროა, რომ ამაში ჩართული არის ამერიკელი ხალხის ფული.

მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი განცხადებები გაკეთდეს USAID-ის მხრიდან, რომელიც უკვე რამდენჯერმე ეხვევა ასეთ სკანდალში. ვნახეთ პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც ISFED-ის მიერ 20202 წელს იქნა გამოქვეყნებული ყალბი შედეგები, რომელიც მაშინ იყო საფუძველი არეულობისა. შემდგე გავარკვიეთ ის ჩრდილი, რომელიც მიადგა ამერიკულ დახმარებას საქართველოს მიმართ იმით, რომ გაირკვა და ამაზე დღემდე არ გაუკეთებია კომენტარი და განმარტება USAID-ის წარმომადგენლობას, თუ რატომ უმალავდნენ ქართველ ხალხ, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო ყალბი. ახლა გააკეთონ განმარტება - რატომ მიდის ამერიკელი ხალხისა და გადასახადების გადამხდელთა ფული სხვა ქვეყანაში არეულობის მომზადებისთვის", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

დღის ამბები