26 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის ნიშნად ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის ნიშნად ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა. ამ ბრძოლით დასრულდა აფხაზეთში ომი, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ აფხაზ სეპარატისტებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა.

სოხუმის დაცემას წინ უძღოდა სოჭში 27 ივლისს დადებული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ. თუმცა თვე-ნახევარში სეპარატისტებმა სოხუმზე ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს. ამ დროისთვის საქართველოს მძიმე შეიარაღება თითქმის სრულად გაყვანილი ჰქონდა, რის გამოც ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს მასირებულ შეტევას და 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.

დღის ამბები