26 ნოემბერი 2024,   04:57
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ჩააგდო - ხელისუფლება ვენეციის კომისიას მთავრობის მიერ მომზადებულ ახალ სამოქმედო გეგმას გაუგზავნის

პარლამენტის მიერ დეოლიგარქიზაციის შესახებ მომზადებული კანონპროექტი, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით ჩავარდა. ხელისუფლება ბრიუსელის რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტის შესასრულებლად ვენეციის კომისიას მთავრობის მიერ მომზადებულ ახალ სამოქმედო გეგმას გაუგზავნის.

მმართველი პარტიის გეგმას ოპოზიცია სკეპტიკურად უყურებს. "ქართული ოცნების" ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ რეკომენდაციების მიხედვით დაგეგმილი სამუშაოები მხოლოდ ტექნიკურ ცვლილებებს ითვალისწინებს.

დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა პარტნიორებს უკვე წარუდგინეს. სამთავრობო გეგმა, სისტემურ ცვლილებებს გულისხმობს და 7 სხვადასხვა მიმართულებას ეხება. მათ შორის: ანტიკორუფციულ და ანტიმონოპოლიურ მიმართულებებს, ფულის გათეთრებას, მედია პლურალიზმსა და მართლმსაჯულებაში განსახორციელებელ ღონისძიებებს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მათი მხრიდან 12 პუნქტიანი გეგმა სრულდება და ახლა სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.

ბრიუსელის 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის ვადა ოქტომბერში იწურება, სწორედ ამ დროს უნდა გახდეს ცნობილი ევროკომისიის შეფასებაც. დეკემბერში კი ქვეყანა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება. 

 

 

 

 

დღის ამბები