26 ნოემბერი 2024,   03:21
ვრცლად
როცა ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხდება, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს, რა არის ამის მიზეზი - კახა კალაძე ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებაზე

დედაქალაქის მერისა და "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებულთა სიაში შეყვანასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია უნდა იყოს წარმოდგენილი.

როგორც კალაძემ აღნიშნა, სანქცირებაზე გადაწყვეტილების მიღება როცა ხდება, აუცილებელია მეტი ახსნა-განმარტება.

"საჭიროა მეტი ინფორმაციის გასაჯაროება, მეტი კონკრეტიკის წარმოდგენა. ვფიქრობ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იმსახურებს, რომ საქართველოს მოქალაქეზე, რომელზეც ამბობენ, რომ სანქცირებულია და კონკრეტულ ბრალდებაზე იყო საუბარი, მეტი ინფორმაცია იყოს წარმოდგენილი. როდესაც ვსაუბრობთ, რომ შესწავლა დაიწყო, ალბათ შესაბამისი უწყება თავის კოლეგებს მიმართავს, რომ მეტი ინფორმაცია იყოს წარმოდგენილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. გახსოვთ, მოსამართლეების შემთხვევაში ვიზების შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იყო მიღებული, თუმცა ახსნა-განმარტებაში ვერავინ ვერაფერი გაიგო, რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, რას უკავშირდებოდა. სტრატეგიულ პარტნიორზე როცა არის საუბარი და ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხდება, სულ მცირე, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს, რა არის მიზეზი," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები