26 ნოემბერი 2024,   07:36
ვრცლად
შალვა პაპუაშვილის თქმით, ქართული მხარე ამერიკელი პარტნიორებისგან იმ მტკიცებულებების გადმოცემას ითხოვს, რომელიც ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების გადაწყვეტილებას უდევს საფუძვლად

სანქციების დაწესების შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობა" ოთარ ფაცხალაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვს. სწორედ ამ მოთხოვნით გაიმართა დღეს აქცია გენერალურ პროკურატურასთან. ხაბეიშვილის გუნდმა მოგვიანებით მსვლელობით ფინანსთა სამინისტროსთანაც გადაინაცვლა, სადაც კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ყველამ ვისი რეკომენდატორიც ოთარ ფარცხალაძე იყო თანამდებობა უნდა დატოვოს.

პარლამენტის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ ქართული მხარე ამერიკელი პარტნიორებისგან იმ მტკიცებულებების გადმოცემას ითხოვს, რომელიც ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების გადაწყვეტილებას უდევს საფუძვლად.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ მათ დაიწყეს საქმის მოკვლევა. ეს, რა თქმა უნდა, არის მძიმე ბრალდება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ და მეორე მხრივ, ეს არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც ამ ტიპის სანქციაში მოექცა, ამიტომაც, თავისთავად, სუსი ამ საკითხზე მუშაობს, მათ შორის, მიმართავს ამერიკელ პარტნიორებს, რომ გადმოსცენ მტკიცებულებები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას უდევს საფუძვლად და ჩვენ ვთქვით, რომ ამ პროცესის შესახებ სრულად ინფორმირებული იქნება ქართული საზოგადოება.

ადამიანი, რომელსაც ბოლო 10 წელია არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან და საჯარო სამსახურთან, არის კერძო პირი და მეორე, სწორედ იმიტომ, რომ ეს არის მძიმე ბრალდება, ამიტომაც არის, რომ სუს-მა დაიწყო ამ საკითხის მოკვლევა," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

დღის ამბები