ძველი რუსთავის რეაბილიტაციის კიდევ ერთი პროექტი დასასრულს უახლოვდება - ქაშაკაშვილის, კონსტიტუციისა და მშენებელთა ქუჩებზე ბაზალტის დეკორატიული ტროტუარები, ბორდიურები, მწვანე სივრცეები, სარწყავი ქსელი და განათების ახალი სისტემა მოეწყო. დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები.
სამივე ქუჩის საპროექტო ტერიტორია 20 ათას კვადრატულ მეტრს აღემატება. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და ის მილიონ 800 ათასზე მეტი ჯდება.
ავტორი: მაია გრიგოლია