26 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ახალი სააღმზრდელო წელი 18 სექტემბერს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ახალი, 2023-2024 სააღმზრდელო წელი 18 სექტემბერს დაიწყება. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ახალ სააღმზრდელო წელს სამი ახალი საბავშვო ბაღით ხვდება - სამგორის რაიონში გაიხსნება N130 საბავშვო ბაღის შენობა, ჩუღურეთის რაიონს N125 ბაღის შენობა შეემატება, კრწანისის რაიონში კი, აღსაზრდელებს პირველად N108 საბავშვო ბაღი მიიღებს.
 
ბაღების მშენებლობის პარალელურად, ზაფხულში 100-ზე მეტ საბავშვო ბაღში ჩატარდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები, რათა ახალი სააღმზრდელო წლიდან  პატარებს კიდევ უფრო კეთილმოწყობილი და უსაფრთხო გარემო დახვდეთ.
 
„აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ აღსაზრდელთა რეგისტრაცია ახალი წესით განახორციელა, რის შედეგადაც მაქსიმალურად დავაკმაყოფილეთ მოთხოვნა საჯარო ბაგა-ბაღებზე და ახალი სააღმზრდელო წლისთვის 15 000-ზე  მეტი  აღსაზრდელია უკვე დარეგისტრირებული, დედაქალაქს კი, ჯამში, 188 ბაღი ემსახურება“, - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, გოგი ჩიქოვანმა.
 
18 სექტემბერს თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში პატარა აღსაზრდელებს საზეიმო და მხიარული ღონისძიებებით დახვდებიან.

დღის ამბები