26 ნოემბერი 2024,   06:00
ვრცლად
სტიქია გურიაში - მაშველები ორ დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ

სტიქია გურიაში - მაშველები ორ დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ. ასევე,  ცნობილი ხდება, რომ ორი მოქალაქე, რომელიც სოფელ სუფსაში გადარჩენის მიზნით სიმაღლეზე იყვნენ ასული, უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

იქამდე, სტიქიამ რეგიონში ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 82 წლის ქალის ცხედარი სოფელ სილაურში, 11 წლის ბავშვის ცხედარი კი სოფელ ჯუმათში იპოვეს.

ძლიერი ნალექის გამო, გურიის რამდენიმე სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა. დატბორილია სახლები, დაზიანებულია გზები. მდინარეების ადიდების გამო, მოძრაობა დროებით აკრძალულია საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ორ მონაკვეთზე. ადგილზე მუშაობენ მაშველები, მობილიზებულია ტექნიკა.

ლანჩხუთში შექმნილია საგანგებო შტაბი, სადაც სხდომა ჩაინიშნა 18:00-ზე. 

დღის ამბები