სტიქია გურიაში - რეგიონში სამ პირს ეძებენ, მათ შორის 2 არასრულწლოვანია. ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა.
ამ წუთებში სტიქია ისევ მძვინვარებს - უკიდურესად მძიმე ვითარებაა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხატში, სადაც რამდენიმე სახლი მეწყერმა ჩაიტანა და აქვე ეძებენ მე-4 კლასელ ბავშვს, რომელიც სახლიც დამეწყვრის დროს დაიკარგა.
დაკარგულია კიდევ 2 პირი ლაჩხუთის მუნიციპალიტეტში, რომელთაგან ერთ-ერთი ასევე არასრულწლოვანია, მათი ძებნა აქტიურად მიმდინარეობს.
ვითარება უკიდურესად მძიმეა როგორც ლანჩხუთის სხვა სოფლებში, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. ოზურგეთში სტიქიის ეპიცენტრია სოფელი ჯუმათი, სადაც მეწყრიდან მაშველებმა ცოტა ხნის წინ ქალის ამოყვანა შეძლეს.
ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, სავარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.