26 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრად გრანტ შეპსი დაინიშნა, რომელიც ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრად გრანტ შეპსი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მისივე ცნობით, შეპსი ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა და ამ პოზიციაზე განათლების მინისტრი კლერ კუტინიო შეცვლის.

ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ შეპსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს პუტინის ბარბაროსული ინტერვენციის წინააღმდეგ ბრძოლაში. აღსანიშნავია, რომ გრანტ შეპსი ენერგეტიკის მინისტრის რანგში უკრაინაში გასულ კვირას იმყოფებოდა.

„ჩემთვის პატივია რიში სუნაკის მიერ თავდაცვის მდივნად დანიშვნა. მინდა, პატივი მივაგო ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბენ უოლესის უზარმაზარ წვლილს დიდი ბრიტანეთის თავდაცვაში და გლობალურ უსაფრთხოებაში“, – დაწერა თავდაცვის ახალმა მინისტრმა.

შეგახსენებთ, ბენ უოლესმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს დღეს მიმართა. ბენ უოლესი თავდაცვის მდივნის პოსტს ოთხი წლის განმავლობაში იკავებდა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერაში წამყვან როლს ასრულებდა.

დღის ამბები