დონალდ ტრამპის წინააღმდეგ 2 ოქტომბერს კიდევ ერთი სასამართლო პროცესი გაიმართება.
ნიუ-იორკის პროკურორის, ლეტიცია ჯეიმსის განცხადებით, 2011 წლიდან 2021 წლამდე დონალდ ტრამპი ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებს თავისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბ მონაცემებს აწვდიდა. საუბარია 2 მილიარდ დოლარზე.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ტრამპს 250 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევს.