26 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკინში ვიზიტით იმყოფება, სადაც ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტთან გამართა შეხვედრა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლევერლი პეკინში ჩავიდა, სადაც ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს, ხან ჩჟენს შეხვდა.

ეს ბოლო 5 წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის პირველი ვიზიტია ჩინეთში.

როგორც The Gardian წერს, შეხვედრის დროს ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ ორი ქვეყნის მთავრობებისთვის მნიშვნელოვანია რეგულარული შეხვედრების გამართვა, რათა ყველანაირი გაუგებრობა იქნას აცილებული.

"ორმხრივ ურთიერთობებში ყველა ქვეყანას აქვს გარკვეული პრობლემები და უთანხმოება და მათი გადაწყვეტა მნიშვნელოვანია", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თავის მხრივ, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა გამოთქვა იმედი, რომ ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები ურთიერთპატივისცემაზე და პრაქტიკულ თანამშრომლობაზე განვითარდება.

დღის ამბები