26 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
წუხანდელი სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ ორ ჯერზე მეტად გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობას - კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გასულ ღამით თბილისში მოსულმა ნალექის რაოდენობამ, წინასწარი მონაცემებით, ორჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს მოსული ნალექის რაოდენობას.

მანვე აღნიშნა, რომ შესაბამისი სამსახურების რეაგირება სწრაფი და დროული იყო.

"გუშინ ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, როგორც იცით, არაერთი პრობლემა შექმნა ქალაქის სხვადასხვა რაიონებში, კონკრეტულ უბნებში. მე გუშინაც ვთქვი ერთ-ერთი ვიდეოჩართვისას და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთი უხვი ნალექი თბილისს არ ახსოვს.

ჩვენ სრულიად მობილიზებული გვყავდა ჩვენი შესაბამისი სამსახურები, რადგან როდესაც ხდება ამინდის ცვლილება, მაშინვე, ყოველთვის გვაქვს მზადყოფნა და ამჯერადაც, რა თქმა უნდა, რეაგირება ჩვენი მხრიდან იყო დროული, სწრაფი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ ორ ჯერზე მეტად გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობას. თან, როგორც იცით, წუხანდელმა ნალექმა მოიცვა თბილისის მთელი ტერიტორია," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები