26 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
აშშ-ში რუსეთის საელჩო ამერიკის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტის გაგზავნის შესახებ თვალთმაქცობად აფასებს

აშშ-ში რუსეთის საელჩო ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტის გაგზავნის შესახებ თვალთმაქცობად აფასებს.

"ზელენსკის გაკოტრებული რეჟიმისთვის მეოთხედი მილიარდი დოლარის ღირებულების HIMARS-ების ჭურვებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების მიწოდება, ასევე მეოთხედი მილიარდი დოლარის ღირებულების სხვა საბრძოლო მასალის მიწოდება, თვალთმაქცობის პიკია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოფიციალური პირები სამხედრო დახმარებას "უკრაინის ხალხისადმი ზრუნვით" ხსნიან. ფაქტობრივად, ვაშინგტონი არავითარ შემთხვევაში არ იტყვის უარს უკანასკნელ უკრაინამდე რუსეთთან ბრძოლის კონცეფციაზე,"-აცხადებენ საელჩოში.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს.

დღის ამბები