26 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
5 დაღუპული და 4 დაჭრილი - უკრაინა აცხადებს, რომ ქალაქ ტორეცკზე შეტევა რუსეთმა კასეტური საბრძოლო მასალით განახორციელა

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. რუსეთმა იერიში მიიტანა პოლტავას რეგიონზე, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკზე რუსეთის სამხედრო ძალების შეტევისას 5 ადამიანი დაღუპა 4 დაიჭრა. უკრაინის ინფორმაციით, ქალაქზე ოკუპანტებმა შეტევა კასეტური საბრძოლო მასალით განახორციელეს. თავდასხმა იყო ხერსონში სადაც იერიშებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. იერიშები იყო დნეპროპეტროვსკის ოლქზე, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

"დღეს დისკუსიებისა და შეხვედრების დღე იყო. საერთაშორისო ღონისძიებები, ჩვენი კომუნიკაცია, უკრაინის დღის წესრიგი. მთავარი, რა თქმა უნდა, ჩვენი პერსონალია. ეს ეხებოდა იმას, რასაც ახლა ვაკეთებთ და რისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. პირველ რიგში, წინა ხაზზე. კუპიანსკის მიმართულება, საკვანძო წერტილები დონეცკის რეგიონში – ბახმუტი, ავდიივკა, მარინკა და სამხრეთ მიმართულებები, კერძოდ, ორიხივი. გენერლების ზალუჟნის, სირსკის და ტარნავსკის ანგარიშები. უნდა მოვახდინოთ სასაზღვრო რეგიონების გაძლიერება. ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია განვითარდება და უკეთეს შედეგებს გამოიღებს,"- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული სიტყვით მიმართვისას.

დღის ამბები