26 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რომის პაპი ფრანცისკე რუსეთის იდეებს ავრცელებს, რომლითაც კრემლი უკრაინელების მკვლელობებს ამართლებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რომის პაპი ფრანცისკე რუსეთის იდეებს ავრცელებს, რომლითაც კრემლი უკრაინელების მკვლელობებს ამართლებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ "ფეისბუქზე" დაწერა. ნიკოლენკომ მოიყვანა სიტყვები, რომელიც პაპმა ფრანცისკემ 25 აგვისტოს სანკტ-პეტერბურგში, კათოლიკე ახალგაზრდობის მე-10 რუსულენოვანი დღის მონაწილეებისადმი მიმართვისას განაცხადა.

"არასოდეს დაივიწყოთ მემკვიდრეობა. თქვენ ხართ დიდი რუსეთის შთამომავლები. არასოდეს თქვათ უარი ამ მემკვიდრეობაზე. თქვენ დიდი დედა რუსეთის შთამომავლები ხართ, ამით იარეთ წინ. და გმადლობთ, გმადლობთ თქვენი ყოფნისთვის, რუსებად ყოფნისთვის,"-ციტირებს პაპ ფრანცისკეს გამოსვლას ნიკოლენკო.

აღსანიშნავია, რომ წმინდა საყდრის საინფორმაციო პორტალმა, ვატიკან ნიუსმა თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა რომის პაპის მიმართვის ტექსტი, რომელსაც ნიკოლენკოს მიერ ციტირებული მონაკვეთი აკლია.

დღის ამბები