საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა სლოვენიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართა. ურთულესი მეტოქის წინააღმდეგ საქართველომ მაქსიმუმი გააკეთა და სამწუხაროდ, დაძაბულ ბრძოლაში 88:67 დამარცხდა.
წაგების მიუხედავად საქართველოს ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი აქვს. აღნიშნული შეხვედრა იყო ბრძოლა პირველი ადგილისთვის, რადგან ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გადის. ერთი მოგებითა და ერთი მარცხით, საქართველო F ჯგუფში 3 ქულით მეორე ადგილზეა. ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას კი საქართველოს ეროვნული ნაკრები, 30 აგვისტოს გამართავს და ვენესუელას დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.