26 ნოემბერი 2024,   07:32
ვრცლად
აფხაზეთში არ არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებსაც რუსეთთან შეერთების სურვილი აქვთ - სერგეი შამბა

აფხაზეთში არ არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებსაც რუსეთთან შეერთების სურვილი აქვთ – ასე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა დმიტრი მედვედევის განცხადებას.

თავის მხრივ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თქვა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლოა ის განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს.

შამბას თქმით, აფხაზეთი რუსეთთან ახლო და სამოკავშირეო ურთიერთობების მომხრეა, თუმცა რესპუბლიკაში არ არსებობს პოლიტიკური ძალები, რომლებიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლის სურვილს გამოხატავენ. 



დღის ამბები