უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველი ნადიმ ხმალაძე ავრცელებს. ნიკოლოზ ახვლედიანი ბახმუტთან შეტაკების დროს დაიღუპა.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 47 ქართველი ემსხვერპლა.